გაკვეთილის გეგმები შეფასების რუბრიკები



გაკვეთილის მთავარი თემა
დაბალი და მაღალი შაირივეფხვისტყაოსანში’’
სწავლების საფეხური
მეცხრე კლასი
მოსწავლეთა პროფილი
12 ; განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა
გაკვეთილით შემოწმდება მოსწავლის წინარე ცოდნა,განუვითარდება კვლევის ,ჯგუფში მუშაობისა და პრეზენტაციის უნარები
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ქართული 9.1.მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
9.9.მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა;მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.(საკუთარი მოსაზრების დასასაბუთებლად მოჰყავს სათანადო არგუმენტები)
9.13.მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
(მიღებული ცოდნის გამოყენების უნარის შემოწმება;მოსწავლეს განუვითარდება კვლევის უნარი,ჯგუფში მუშაობის უნარ-
ჩვევები,საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები.)
წინასწარი ცოდნა
  მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ რა არის ლექსი, როგორ გავიგოთ მარცვალთა რაოდენობა სალექსო სტრიქონში ,რა არის შაირი? რამდენი სახეობაა შაირის? რით განსხვავდება დაბალი და მაღალი შაირი?
შეფასების საგანი და პროცედურები
დავაკვირდები სწორი დასკვნა გამოიტანეს თუ არა ჯგუფებმა,ამით გავარკვევ რამდენად აქვთ მათ მიღებული ცოდნის გამოყენების უნარი.პრეზენტატორი შეფასდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ქართული ენა და ლიტერატურა’’ მე-9 კლასის სახელმძღვანელო
მასწავლებლის ბიბლიოთეკა’’ინტერაქტიური მეთოდები’’თბ.2014
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1.ორგანიზაციური საკითხები(მისალმება, მოსწავლეთა დასწრების შემოწმება)
.მოსწავლეების დახმარებით დავასახელებთ გაკვეთილის თემასა და მიზნებს(აქტივობებს)
.კითხვების საშუალებით შევამოწმებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას.(რამდენმარცვლიანი ლექსით არის დაწერილივეფხისტყაოსანი”?რა არის შაირი?რამდენი სახეობა გამოიყოფა შაირის?რით განსხვავდება მაღალი და დაბალი შაირი?როგორ გამოისახება სქემატურად მაღალი შაირი?დაბალი?
.მოსწავლეებს შევახსენებ,რომ მუშაობა მოუწევთ ჯგუფებში,(აქვე შევიხსენებთ
ჯგუფური მუშაობის წესებს,რომელიც გამოკრულია კედელზე)
.კლასს ვყოფ სამ ჯგუფად(შემთხვევითი პრინციპით),ვუნაწილებ ‘’ავთანდილის ანდერძის’’ სტროფებს(6-6-5)თითოეულ ჯგუფს.შევახსენებ დავალებას:მოსწავლეებმა უნდა გამოიკვლიონ,გვხვდება თუ არა ერთი სტროფის ფარგლებში მაღალი და დაბალი შაირის მონაცვლეობა.
.დავალების შესრულების შემდეგ თითოეული ჯგუფის პრეზენტატორი წარმოადგენს კვლევის შედეგებს.
.ერთი მოსწავლე ,სურვილისამებრ,შეაჯამებს კვლევას და გამოიტანს შესაბამის დასკვნას.
.მასწავლებელი შეაჯამებს გაკვეთილს,შეაფასებს თითოეული ჯგუფის პასუხს,(განმავითარებელი შეფასებით)განმსაზღვრელი შეფასებით შეფასდება პრეზენტატორი შეფასების რუბრიკის მიხვედით.
.საშინაო დავალება.წასაკითხადვეფხისტყაოსნისქართული.დასაწერად;
ანდერძის გრამატიკა



შეფასების რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
   9-10
      7-8
    5-6
   1-4
წინარე ცოდნის გამოყენება
კარგად იყენებს წინარე ცოდნას დავალების შესრულებისას
მეტ-ნაკლებად ახერხებს წინარე ცოდნის გამოყენებას
ნაკლებად იყენებს წინარე ცოდნას
ვერ იყენებს წინარე ცოდნას
აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
აზრს გადმოსცემს დასაბუთებულად,ლოგიკურად და თანმიმდევრულად.
აზრს გადმოსცემს თანმიმდევრულად,ნაწილობრივ დასაბუთებულად
აზრს გადმოსცემს გასაგებად
უჭირს აზრის გასაგებად გადმოცემა
გამართული და სწორი მეტყველება
მეტყველებს გამართულად,შესაბამისი ლექსიკის გამოყენებით
გამართულად მეტყველებს,მაგრამ მეტ-ნაკლებად იყენებს შესაბამის ლექსიკას
საუბრობს მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვით
ვერ საუბრობს გამართულად,არ იცის მართლმეტყველების ელემენტარული წესები
ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობა
აქტიურად მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში,უსმენს ამხანაგს,პატივს სცემს სხვის მოსაზრებას
მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში, გამოთქვამს აზრს და მეტ-ნაკლებად ასაბუთებს.
მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში,გამოთქვამს აზრს,მაგრამ უმეტესად უჭირს დასაბუთება
არ უსმენს ამხანაგს და ვერ მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში.


1 комментарий: