პროექტები

პროექტის
სახელწოდება
ქართული საგანმანათლებლო კერები საზღვარგარეთ(მე-8-მე-13სს)
პროექტის
მთავარი იდეა
ამ პროექტის განხორციელებით დამატებითი  ინფორმაციის მიღება  საზღვარგარეთ არსებული საგანმანათლებლო კერების შესახებ:
პროექტის მნიშვნელობა / აქტუალობა
ეს პროექტი ხელს შეუწყობს პატრიოტული გრძნობის გაძლიერებას მოსწავლეებში, განუვითარებს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.(სოციალური უნარები)
პროექტის მიზნები.
პროექტის მიზანია აღნიშნული თემის შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება;
ჯგუფური მუშაობის ,თანამშრომლობის უნარის განვითარება; პრეზენტაციის უნარის განვითარება;
მოძიებული ინფორმაციის ორგანიზების უნარ-ჩვევის განვითარება;
 სხვადასხვა სასკოლო საგნებში მიღებული ცოდნის ურთიერთდაკავშირების უნარ-ჩვევა;

მოსწავლეთა ასაკი
14-15
ვადები/
ხანგრძლივობა
3 თვე
მოსალოდნელი შედეგები/
პროდუქტები, რა შეიძლება შეიქმნას
ჩანაწერები ,ბუკლეტები ,პრეზენტაცია ,ფოტო-გამოფენა
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
1.კ.კეკელიძე,ა.ბარამიძე,,ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია’’ტ1
2.მენაბდე,,ქართული კულტურის კერები საზღვარგარეთ’’
3.ირ.აბაშიძე,,პალესტინის დღიური’’
4.ქსე ტ1;ტ 7;ტ 8.
5.,,საქართველოს ისტორია’’ სახელმძღვანელო
6.საინფორმაციო ტექნოლოგიები-ინტერნეტი
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები)
1.მოსწავლეთა საჭიროების დადგენა;
2.მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის მიზნებსა და ამოცანებს;
3.მოსწავლეების მონაწილეობით პროექტის გეგმის შედგენა;
4.მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა(მიზნობრივი გადანაწილებით;3 ჯგუფი 4-4-5)
5.ჯგუფებში დავალების გადანაწილება(1-ლი ჯგუფი მოიძიებს მასალას ჯვრის მონასტერზე-პალესტინა; მე-2 ივერიის მონასტერი -საბერძნეთი;მე-3 პეტრიწონის მონასტერი-ბიზანტია)დაამუშავებენ მასალას ,მოიძიებენ  ფოტო-მასალას ,გააკეთებენ პირველად ჩანაწერს;
6.მოსწავლეები წარმოადგენენ პროექტის ანგარიშს და პრეზენტაციას-თითოეული ჯგუფი;
7.მოხდება მოძიებული მასალის კლასიფიკაცია ,მომზადდება საერთო პრეზენტაცია, დამზადდება გზამკვლევი ,ფოტოგამოფენა;
8.პროექტის შეფასება(მოსწავლეები წარმოადგენენ შეფასებას ანგარიშის სახით{რა ევალებოდა? რა შეძლო? რა ვერ შეძლო ?რამდენად კმაყოფილია პროექტზე მუშაობით?};პროექტის შეფასება ,განმავითარებელი შეფასების რუბრიკის მიხედვით.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი
ქართული ენა და ლიტერატურა; საქართველოს ისტორია; ისტ-ი.
პროექტის ხელმძღვანელი
მარინე ნემსაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
Marinenemsadze1969@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი
marinenemsadze1969.blogspot.com

 
               მოსწავლეთა მიერ პროექტის შეფასების სქემა

რამდენად მივაღწიე პროექტის მიზანს?

რა შევძელი?

რა ვერ შევძელი?

რამდენად კმაყოფილი ვარ პროექტზე მუშაობით?

რას გავითვალისწინებ შემდეგ პროექტზე მუშაობისას?


პროექტის განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
ჩანს პრობლემის ანალიზი
         A
           B
            c
მიზანი მიმართულია პრობლემის გადასაჭრელად



თითოეული ამოცანა კონკრეტული ნაბიჯია მიზნის მისაღწევად



განხორციელების გზებში ჩანს ვინ ,რას როგორ გააკეთებს



სამუშაო გეგმაში ყველა ქმედება დროშია გაწერილი



ჩანს ვინ და როგორ ახორციელებს მონიტორინგს













შეფასება ხდება თვისობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლებით
A-კარგია
B-ბუნდოვანი
C-ცუდი

Комментариев нет:

Отправить комментарий